ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, მეცხრე რაუნდი 28 იანვარს გაიმართება. აღნიშნულ მოლაპარაკებებში მონაწილეობენ გაეროს, ევროკავშირის, ეუთოსა და აშშ-ის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს, რუსეთის სეპარატიტული აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციები.
ქართულ დელეგაციას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს. რუსულ დელეგაციას _ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი, სეპარატისტული აფხაზეთის დელეგაციას _ აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მაქსიმ ღვინჯია, ოს სეპარატიტებს კი _ კოკოითის ე. წ. რწმუნებული პოსტკონფლიტური დარეგულების საკითხში ბორის ჩოჩიევი.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების I რაუნდი 2008 წლის 15 ოქტომბერს გაიმართა. II რაუნდი _ 2008 წლის 19 ნოემბერს. III რაუნდი _ 2008 წლის 17-18 დეკემბერს. IV რაუნდი _ 2009 წლის 17-18 თებერვალს. V რაუნდი _ 2009 წლის 18-19 მაისს. VI რაუნდი _ 1-2 ივლისს. VII რაუნდი _ 2009 წლის 17 სექტემბერს, ხოლო VIII რაუნდი _ 2009 წლის 11 ნოემბერს.