ქვეყანაში ეკო-ტურიზმის განვითარებისათვის სხვადასხვა პროექტების განხორციელებას დადებითად აფასებენ ტურიზმის დეპარტამენტში.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ბექა ჯაყელმა განაცხადა, საქართველოში ეკო-ტურიზმის განვითარება საქართველოს დაცულ ტერიტორიებს პოპულარულს გახდის, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზარზე, მიტ უმეტეს, რომ საქართველოს ეკო-ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია.
"ქვეყანაში ეკო-ტურიზმის განვითარებისათვის "მდგრადი განვითარების ტურიზმის ხელშეწყობა დაცული ტერიტორიებისათვს" პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი იყო. პრექტის ფარგლებში გაწეული მარკეტინგული აქტივობები დაცული ტერიტორიების ცნობადობას გაზრდის, როგოც არდგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში დაცული ტერიტორიები თანდათან ვითარდება, რაზეც დაცული ტერიტორიების საგენტო აქტიურად მუშაობს. ტურიზმის განვითარებისათვის კერძო სექტორისა და ტურიზმის ასოციაციების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია". _ განუცხადა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ბექა ჯაყელმა.