ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის შეფასებით, საქართველოს ძლიერი ოპოზიცია ჰყავს.
ამის შესახებ მაკკეინმა ჟურნალისტებს ბათუმის აეროპორტში, ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე კომენტირებისას განუცხადა.
"სიამოვნებით შევხვდები ოპოზიციის ლიდერებს კიდევ ერთხელ. საქართველოს ძლიერი ოპოზიცია ჰყავს. ძლიერი ოპოზიციის არსებობა კი ქვეყნისთვის სასარგებლოა. ერთპარტიული მმართველობა დემოკრატიიის ნიშანი არ არის", - განაცხადა მაკკეინმა.
ამასთან, ამერიკელი სენატორის თქმით, აშშ მხარს დაუჭერს ქართულ პოლიტიკურ უმცირესობას, "რათა შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი საქართველოს პოლიტიკურ არენაზე".