2011 წელს აჭარაში 602 ტ ჩაის ფოთოლია წარმოებული. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2011 წელს ჩაის ფოთლის წარმოება-გადამუშავება განხორციელდა შემდეგი საწარმოებში: შპს "მილენიუმ ტრანსი"; შპს "აგროფირმა ქობულეთი"; შპს "აგროექსპორტი"; შპს "აჭარა ინვესტ ჩაი"; შპს "ნაზირი და კომპანია"; შპს "ჩაქვის ჩაი 2007"; შპს "ემირი" და შპს "იაგო".
სამინისტროს ინფორმაციით, ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარს მიეწოდა 12 ტონამდე დაფასოებული ჩაის ბრენდები: "სამაია", "ელიტა","ბათუმი", "მარადიდი" და "ჩინებული".
2011 წელს რეგიონიდან ექსპორტირებულია 164 ტონა შავი და მწვანე ბაიხის ჩაი, 722 ტონა მწვანე აგურა ჩაისა და 4,3 ტონა დაფასოებული ჩაის პროდუქცია.