ხვალ, 12 იანვარს, შესაძლოა პარლამენტის ბიუროს რიგგარეშეEსხდომა გაიმართოს. სხდომაზე, გადაწყდება რიგგარეშე სესიის თარიღი.
ბიუროს დანიშვნის დრო ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, თუმცა პრეზიდენტის მიმართვის გამო პარლამენტში ბიუროს სხდომის გამართვას უკვე ხვალისთვის ვარაუდობენ.
მიხეილ სააკაშვილმა პარალმენტს ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურების დასახელების ვადის ორი კვირით გაგრძელების თხოვნით მიმართა. ეს განცხადება პრეზიდენტმა ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა.
ცესკოს თავმჯდომარეობის წარდგენისა და შერჩევის საკითხს განსაზღვრავს საარჩევნო კოდექსი, რომელიც ორგანული კანონია. ამ ვადების შეცვლისათვის აუცილებლია სესიამ კანონში შეიტანოს ცვლილება, კანონში ცვლილებისთვის კი საჭიროა სათანადო კომიტეტების სხდომის და საპარალმენტო სესიის გამართვა. ვადების გაგრძელების საკითხი ერთი მოსმენით მტკიცდება.