ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის განცხადებით, რუსეთმა მინიმუმ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობები უნდა შეასრულოს.
"საერთაშორისო გაერთიანებამ უნდა გამოიყენოს ყველა ინსიტუტი, ჩამოვიდეს აქ და შეეცადოს ვითარების შეფასებას. რუსეთი არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. მან სულ მციმე ამ დოკუმენტით გათვალისწინებული პირობები უნდა შეასრულოს. რაც მეტი ეცოდინება ხალხს იმის შესახებ, რასაც რუსეთი აკეთებს საქართველოში, ზეწოლის გაძლიერება უფრო შესაძლებელი იქნება", - განაცხადა მაკკეინმა დღეს, ბათუმის აეროპორტში, ჟურნალისტებისთვის გაკეთებულ განცხადებაში.
მისივე განმარტებით, რუსეთთან საქართველოს საკითხის მოგვარების პროცესში ყველა ქვეყანა უნდა იყოს ჩართული.
"რუსეთს ოკუპირებული აქვს სუვერენული ქვეყნის ტერიტორიები, ამიტომაც მან უნდა დატოვოს საქართველო, შეწყვიტის მისი დაშინება", - განმარტა საქართველოში ვიზიტით მყოფმა მაკკეინმა.