ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სოზარ სუბარი აუცილებლად იქნება პოლიტიკურ პარტია "ქართულ ოცნებაში".
"სოზარ სუბარი აუცილებლად იქნება მომავალ პარტიაში. დღეს პარტიის ყველა წევრი არ წარმომიდგენია. კიდევ ბევრი გვყავს შერჩეული", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
რაც შეეხება გუგული მაღრაძესთან თანამშრომლობას, ბიძინა ივანიშვილის თქმით, გუგული მაღრაძე აუცილებლად იქნება მომავალი პარტიის წევრი.
"გუგული მაღრაძე ცდილობს საკუთარ პარტიაში მოახდინოს ცვლილებები და თებერვლის ბოლომდე აირჩიონ თავჯდომარე. როგორც აქამდე ითქვა, ჩვენ შეთანხმებულები ვართ და გუგული მაღრაძე იქნება ჩვენს პარტიაში. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს. სალომე ზურაბიშვილთან პოზიციები შეჯერებულია, მაგრამ ქალბატონი სალომე ფიქრობს აქვს თუ არ არა სურვილი მომავალში გააგრძელოს პოლიტიკური საქმიანობა. ეს მისი გადასაწყვეტია", - აღნიშნა ივანიშვილმა.