რუსთავის მეორე საავადმყოფოს მთავარ ექიმს გარდაცვლილი პაციენტის ოჯახი უჩივის. 27 წლის სურენ კაროგლანიანი პირველ ოქტომბერს თითქმის ორთვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა.
ოჯახში აცხადებენ, რომ პაციენტს შეცდომით სისხლის სხვა ჯგუფი გადაუსხეს. კაროგლანიანი რუსთავის საავადმყოფოში ავტოავარიის შემდეგ მიიყვანეს და თითქმის ორი თვე მკურნალობდნენ. მათივე თქმით, პაციენტს სეფსისიც განუვითარდა.
რუსთავის საავადმყოფოს მთავარი ექიმი დავით ტაბატაძე კი გარდაცვლილის ოჯახის წევრთა ბრალდებებს უარყოფს.
ოჯახმა უკვე მიმართა რეგულირების სააგენტოს. მათ განიხილეს საკითხი და საქმე შემდგომი განხილვისთვის ექიმთა პროფესიული განვითარების საბჭოს გადაეგზავნება. საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეზე ძიების დაწყებასთან დაკავშირებით სწორედ აღნიშნული საბჭო მიიღებს.