"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ყველას ურჩევს, ნუ ილაპარაკებენ მის დასავლურ ფასეულობებზე. როგორც მან დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, როდესაც ის დასავლური ფასეულობებისთვის იბრძოდა, სხვები მხოლოდ საკუთარი საქმეების კეთებით იყვნენ დაკავებულნი.
"მადლობელი ვარ სახალხო კრების წარმომადგენლების, რომლებიც ერთხმად ადასტურებენ იმას, რომ ჩვენ ერთიანი მსოფლმხედველობა გვაქვს. ყველა, ვინც სახალხო კრების აღმასრულებელ საბჭოშია დასავლურ ფასეულობებზე დაყრდნობით ლაპარაკობს, რომ ქართული ტრადიციები ძალიან ღირებულია. საინტერესოა, რომ ბურჯანაძის და კრების გამიჯვნა ხდება. ჩვენ ერთი ფასეულობები გვაქვს, ერთი რწმეა გვაქვს, ერთნაირად ვხედავთ საკითხებს. მე დასავლურ ფასეულობებზე ნურავინ მელაპარაკება, რადგან დასავლური ფასეულობებისთვის მე როდესაც ვიბრძოდი, სხვები მხოლოდ თავიანთ საქმეს აკეთებდნენ. ბურჯანაძესთან დასავლურ ფასეულობებზე ლაპარაკი მემგონი არ არის სწორი და იმედი მაქვს, რომ ჩვენი განმარტებების გაკეთების შემდეგ ამ საკითხებზე საუბარი მორჩება", - განაცხადა ბურჯანაძემ.
ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ბურჯანაძე პროდასავლური ორიენტაციის არ არის, მხოლოდ თავს იმართლებენ.