"ქრისტიან-დემოკრატებმა" საპარლამენტო უმრავლესობას კორუფციის არსი განუმარტეს. აღნიშნული განმარტება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა, ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის პავლე კუბლაშვილის საპასუხოდ გააკეთა.
"პოლიტიკური კორუფცია არის არა მხოლოდ ფულის პირდაპირ დარიგება, სხვა რამეც, ბატონო პალიკო და აგიხსნით რაც. ეს არის პრეფერენცირებული სისტემების შექმნა კონკრეტულ კომპანიებში, რომლების შემდეგ თქვენს საარჩევნო ყულაბაში რიცხავენ ფულს. ეს არის დასჯა იმ კომპანიების, რომლებიც განსხვავებული ხედვის პოლიტიკურ პარტიებს დაეხმარებიან, ეს არის დაჯარიმება და მათგან ფულის ამოღება", - მიმართა კუბლაშვილს ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა.
ვეფხვაძემ უმრავლესობის წევრებს მოუწოდა, ქვეყანაში გავრცელებულ ელიტარულ კორუფციაზედაც ესაუბრათ.