"ეროვნულ - დემოკრატიული პარტიის" წევრი, დეპუტატი გურამ ჩახვაძე მთავრობისგან საგაზაფხულო სამუშაოს დაწყებასთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმის მოსმენას ითხოვს. ამის შესახებ ჩახვაძემ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მალე სოფლად საგაზაფხულო სამუშაო დაიწყება და პარლამენტმა უნდა მოისმინოს მთავრობის ინფორმაცია, თუ რას გეგმავს ის აგრარულ სექტორში.
დეპუტატის მტკიცებით, სიმინდის პროგრამას, რომლის გამოც ფერმერებს სერიოზული პრობლემები შეექმნათ, ახლა ხორბლის პროგრამა დაემატა, რამაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ამ სფეროში მომუშავეები.
"კარგად მოგეხსენებათ, რომ ხორბალზე ფასები დაეცა და დოლარად ნაყიდი სათესლე მასალით მოყვანილი პროდუქცია მეოთხედ ფასში აღარ იყიდება. "ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას" მიაჩნია, რომ თუ მთავრობა არ დაეხმარება გაკოტრების პირას მყოფ ფერმერებს, გარდა სოციალური დაძაბულობისა, საფრთხე შეექმნება საქართველოში მარცვლეულის წარმოებას შექმნასაც", - აღნიშნა მან.
ჩახვაძის შეფასებით, ეს ყოველივე კი, თავის მხრივ, საფრთხეს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას შეუქმნის.