"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები დღეს სამეწარმეო საქმიანობის საერთაშორისო ექსპერტებს შეხვდნენ. გლენ ქრიფმა და ენდი აიშენმა საპარლამენტო უმცირესობის წევრებს მეწარმეობის და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სფეროს განვითარების მსოფლიო გამოცდილება გააცნეს.
თარგამაძის განცხადებით, საზღვარგარეთ ვიზიტებისას თუ საქართველოში უცხოელ ექსპერტებთან შეხვედრებზე „ქრისტიან-დემოკრატები" მუდმივად ცდილობენ იმ საკითხებზე აქცენტის გაკეთებას, რაც საქართველოსთვის ყველაზე მძიმე პრობლემას - უმუშევრობას შეამსუბუქებს. მისივე თქმით, დასაქმების, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით, საინტერესო რჩევები მიიღეს საერთაშორისო ექსპერტებისგან, რაც აუცილებლად აისახება კონკრეტულ კანონპროექტებსა და საკანონმდებლო ინიციატივებში.