ხვალ, 15 თებერვალს, 12 საათზე, „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაცია გაიმართება. საინიციატივო ჯგუფის წევრებს თავად ბიძინა ივანიშვილი წარადგენს.
ჯგუფის წევრები ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, ესენი იქნებიან საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკური გამოცდილება არ გააჩნიათ.
15 თებერვალს წარდგენილი იქნებიან აკადემიური წრის წევრები, ექსპერტები, ადამიანთა უფლებათა დამცველები, იურისტები და უცხოეთში მოღვაწე წარმატებული ქართველები.