"ეროვნულ - დემოკრატიული პარტიის" წევრი, დეპუტატი გურამ ჩახვაძე კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით შეღავათების შემოღებას ითხოვს.
ამის შესახებ ჩახვაძემ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
"როგორც ეკონომიკურმა ფონმა, ასევე მკაცრმა ზამთარმა მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ისედაც გაუსაძლის პირობებში მყოფი მოქალაქეების დიდი ნაწილი", - აღნიშნა ჩახვაძემ.
მისივე თქმით, აუცილებელია მთავრობამ დახმარების შესაბამისი სოციალური პაკეტი შეიმუშაოს, რომელმაც უნდა გაითვალისწინოს კომუნალური სუბსიდიები და სოციალური შემწეობის ოდენობის ზრდა.
"ამისთვის არსებობს სპეციალური სარეზერვო ფონდები და თუ საჭირო გახდა, ხელისუფლებამ ბიუჯეტის კორექტირება უნდა მოახდინოს", - მიაჩნია დეპუტატს.