საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ყველაზე მეტად ოპოზიციას ეშინია.
ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის მისამართით განაცხადა.
"თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პირველ რიგში თქვენ გეშინიათ, რადგან ძალიან კარგად იცით თქვენი მდგომარეობა და თქვენი ფულიანი პატრონების რეიტინგი ამ საზოგადოებაში და ძალიან კარგად იცით, როგორ დასრულდება დემოკრატიული არჩევნები ამ ქვეყანაში", - მიმართა ოპოზიციას გაბაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები აუცილებლად შედგება, რომელსაც ქართველი ხალხიც და საერთაშორისო დამკვირვებლებიც ადეკვატურად შეაფასებენ.