საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში ვიზიტით მყოფ ამერიკელ სენატორს ჯონ მაკკეინის სიმბოლური საჩუქარი _ პისტოლეტი გადასცა.
პრეზიდენტის თქმით, ეს არის პისტოლეტი, რომელიც ვიეტნამის ომში ტყვედ ჩავარდნილ ამერიკელ მფრინავს რუსმა გენერალმა წაართვა, 2008 წლის აგვისტოს ომში კი ერთ-ერთ ქართველ ბიზნესმენს მიჰყიდა. ომის შემდეგ პისტოლეტმა მიხეილ სააკაშვილამდე მიაღწია. სააკაშვილმა პისტოლეტს "ცივი ომის" სიმბოლური საჩუქარი უწოდა.
სააკაშვილის განცხადებით, ჯონ მაკკეინი მთელი ცხოვრება გმირის ცხოვრებით იცხოვრა. მან გმირობა არა მხოლოდ აშშ-ის, არამედ საქართველოსთვისაც ჩაიდინა.
დღესვესაქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ს სენატორს ჯონ მაკკენს საქარველოს სახელმწიფო ჯილდო, საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი გადასცა.
ცნობისთვის, ეროვნული გმირის ორდენი არის საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, რომელიც საქართველოს ეროვნული გმირის წოდებასთან ერთად ენიჭება პირს საქართველოსთვის განსაკუთრებული, გამორჩეული გმირული ქმედებისათვის. დაწესდა 2004 წ. 24 ივნისს.
მინიჭებული აქვს აფხაზი სეპარატისტების მიერ დახვრეტილ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს ჟიული შარტავას (გ. 1993) და ცხინვალის რეგიონში გმირულად დაღუპულ ჯარისკაცს ზაზა დამენიას (გ. 2004), ორივეს სიკვდილის შემდეგ.