"საქართველოს ნატოს წევრობა უკვე გადაწყვეტილი საკითხია", _ ეს განცხადება სომხეთის ტელევიზიასთან საუბრისას სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალირი მდივნის წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "რეგნუმი" ავრცელებს.
მისივე თქმით, საქართველო ისწრაფვის იმისათვის, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შეუერთდეს, იგი ნატოს სტანდარტებთან მიახლოებისათვის მნიშვნელოვან რეფორმებს ატარებს.
ხოლო რაც შეეხება სოხმეთსა და აზერბაიჯანს, აპატურაიმ აღნიშნა, რომ ამ ქვეყნებს ალიანსის წევრობის არც სურვილი გამოუთქვამთ და არც უჩვენებიათ რომ მათ ეს სურთ.
"ჩვენ რა თქმა უნდა მოხარულნი ვართ ახალი წევრებისა, მაგრამ ჩვენ მათ არ ვეძებთ. ჩვენ კარგი პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს სომხეთსა და აზერბაიჯანთან", _ აცხადებს აპატურაი.
ნატოს გენმდივნის წარმომადგენელი ასევე აცხადებს, რომ თითოეულ კავკასიია ქვეყანასთან ალიანსს თავისი პროგრამა აქვს და ეს რეგიონი ალიანსის მიერ მთლიანი ელემენტი არ განიხილება.
აპატურაი ასევე მიიჩნევს, რომ ნატო შესაძლოა სასარგებლო იყოს სომხეთისა და აზერბაიჯანისათვის, მათ შორის რეფორმების რეალიზაციისათვის თავდაცვის სფეროში.