პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენის დროს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე ახალ ინიციატივას გააჟღერებს. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა უმრავლესობასა და პრეზიდენტის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე აქცენტები გაკეთდა ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე.
ცისკარიშვილის თქმით, 2012 წელს სერიოზული მუშაობა ჩატარდება როგორც აშშ-სთან, ისე ევროკავშირთან, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს ეკონომიკას კიდევ უფრო გააძლიერებს. ცისკარიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე სააკაშვილის პარლამენტში მისვლის საკითხიც განიხილეს.
"პრეზიდენტი თავის ანგარიშში ბევრ ახალ ინიციატივას გააჟღერებს", - განაცხადა ცისკარიშვილმა.