დღეს, 11 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.
ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყნის პირველი პირი არასამთავრობოებთან ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატებთან დაკავშირებით იმსჯელებს.
შეგახსენებთ, რომ უკვე დასახელებულია 10-ზე მეტი კანდიდატი, რომელსაც ცესკო-ს თავმჯდომარეობა სურს, თუმცა მათგან კომისიას დასამტკიცებლად მხოლოდ სამი კანდიდატურა უნდა წარედგინოს. მათი ვინაობა დღეს გახდება ცნობილი.
როგორც ცნობილია, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტის მიერ შერჩეული სამი კანდიდატიდან ერთი ცესკო-ს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დღესვე უნდა აირჩიონ, თუ ეს ვერ მოხერხდა, შესაბამისი პროცედურები უკვე პარლამენტში გადაინაცვლებს და ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატს ერთი კვირის განმავლობაში უკვე კანონმდებლები უყრიან კენჭს.