12 თებერვალს. 12:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები წარმოადგენენ პროექტს „თსუ დესპანი".
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თსუ-დან აცნობეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დესპანები, სტუდენტური არდადეგების დროს ეწვევიან იმ საჯარო სკოლებს, რომელიც დაამთავრეს. პროექტის მიზანია თითოეულმა სტუდენტმა გააცნოს თსუ თავის სკოლას, მიაწოდოს სკოლის მოსწავლეებს ინფორმაცია უნივერსიტეტისა და თავისი ფაკულტეტის შესახებ, გაუზიაროს უნივერსიტეტში სწავლის გამოცდილება, უამბოს მათ მომავალი პროფესიის შესახებ.
პროექტის პრეზენტაციას თსუ-ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი დაესწრება.