ჯვრის უღელტეხილზე გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვები მოიხსნა.
როგორც მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, მსუბუქი და მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის მოძრაობა თავისუფალია.
"მოძრაობა ცალხიდიანი მანქანებისთვის ჯაჭვებითაა შესაძლებელი, ხოლო ორხიდიანებისთვის თავისუფალია. მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტომობილების გადაადგილება ისევ აკრძალულია", - აღნიშნეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
კობი - ლარსის საავტომობილო გზის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა მოძრაობა. მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.