ჩვენი ამოცანაა საქართველო სიღარიბის გარეშე და ყველა ადამიანთან, ვისაც სურს მიიღოს მონაწილეობა ამ საქმეში, მზად ვართ თანამშრომლობისთვის, _ ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტობის კანდიდატმა, მიხეილ სააკაშვილმა საარჩევნო შტაბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. სააკაშვილმა დაადასტურა, რომ მასა და ლევან გაჩეჩილაძეს შორის შეხვედრა გაიმართა და აღნიშნა, რომ გაჩეჩილაძესთან თანამშრომლობისთვის გაწვდილი ხელი კვლავ ძალაში რჩება.
"ყველა დონეზე მზად ვართ ვითანამშრმლოთ, რათა არ გაჩნდეს რაიმე კითხვები. საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს დემოკრატიულად, სადაც ოპოზიციას აქვს ძალიან დიდი შანსი. ჩვენ მზად ვართ ყველანაირი დიალოგისთვის. ბევრი მოსაზრებების გამო ნაკლებად გვსურს წარსულზე ლაპარაკი, დროა მომავალზე ვიფიქროთ. ამისთვის ყველამ ყველასთნ უნდა ილაპარაკოს", _ განაცხადა სააკაშვილმა.