საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ საკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრისას მომავალ საკადრო პოლიტიკაზე ისაუბრა.
"საკადრო ცვლილებები იქნება როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ასევე საპარალამენტო სიის შედგენისას", _ განაცხადა მან.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ბურჯანაძე კონკრეტულ განცხადებას არ აკეთებს.
მისი თქმით, ამჯერად საუბარი არ ყოფილა კონკრეტულ თანამდებობებზე, საუბარი იყო მხოლოდ საკადრო პოლიტიკაზე.
"ჯერჯერობით საუბარი არ არის საპარლამენტო სიებზე, თუმცა ამაზე ძალიან მალე დავიწყებთ მუშაობას", _ განაცხადა მან.
ბურჯანაძე მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზედაც საუბრობს და აცხადებს, რომ ეს აბსოლუტურად ნორმალური პროცესია და არსებული რეალობიდან გამომდინარე აუცილებლობითაა განპირობებული.