9-10 თებერვალს, გუდაურში, გონდოლას მთავარი ბაგირის სამონაჟო სამუშაოები შესრულდება. პროექტის თანახმად, უნდა გაიჭიმოს, გონდოლას მთავარი ბაგირი. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მეორე საბაგირო და გონდოლა იკვეთება, მოსრიალეთა უსაფრთხოების მიზნით, საჭირო გახდა ორი დღით, ხუთშაბათსა და პარასკევს მეორე საბაგიროს დაკეტვა. ახალი საბაგიროს მშენებლობის სამუშაოები ბოლო ფაზაში შედის. გუდაურში გონდოლას გახსნა კი თებერვლის ბოლოს იგეგმება.
ამავდროულად, 9-10 თებერვალს მთელი დღის მანძილზე უფასოდ იმუშავებს პირველი საბაგირო, ბიგელი და თიუბინგ ზონა. ამ ორი დღის განმავლობაში პირველი საბაგირო იმუშავებს ღამითაც და დამსვენებელს, კვლავ უფასოდ მოემსახურება.