იაპონიაში თოვლის ფესტივალი ტარდება. 250-მდე გიგანტური ქანდაკების სანახავად ქალაქს საპოროს ათასობით ტურისტი ეწვია. ფესტივალის მთავარი თემა ყინულით შექმნილი ისტორიული ძეგლებია, რომელთა შესაქმნელად ხელოვანებმა 33 ტონამდე ყინული და თოვლი გამოიყენეს.
ღონისძიება 7 დღეს გაგრძელდება. ორგანიზატორები 2 მილიონამდე სტუმარს ელოდებიან.