გერმანია კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტს განიცდის. ამის შესახებ ფედერალური შრომის სააგენტოს წარმომადგენელმა განაცხადა. მან დააკონკრეტა, რომ ყველაზე რთული სიტუაცია არის ჯანდაცვის სფეროში, სადაც ექიმების, ექთნების და მოხუცთა და ინვალიდთა მომვლელების ნაკლებობაა.
როგორც დოიჩე ველლე იუწყება, გერმანიში მეტალურგების, შემდუღებლების, მანქანათმშენებლების, ენერგეტიკოსების დეფიციტია. დეფიციტურ სპპეციალობათა შორისაა ელეკქტროტექნიკის, მომარაგებისა და უტილიზაციის ინჟინერები და პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტები.