ეგვიპტეში, კაიროს ცენტრში, დღეს დილიდან შს სამინისტროს შენობის წინ პოლიციელებსა და მანიფესტანტებს შორის შეტაკებები განახლდა. დემონსტრანტებმა პოლიციელებს ქვები დაუშინეს, საპასუხოდ კი მათ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. პოლიცია დემონსტრანტების იერიშების მოგერიებას ჯავშანმანქანითაც ცდილობდა.
ამჟამად ტაჰრირის მოედანზე "სასწრაფო დახმარების" უამრავი მანქანაა. მედიკოსები ცრემლსადენი გაზით დაზარალებულ დემონსტრანტებს პირველად დახმარებას უწევენ.
დღევანდელი საპროტესტო აქციის საბაბი ქალაქ პორტ-საიდში მომხდარი ტრაგედია გახდა, რომელიც საფეხბურთო მატჩის შემდეგ მოხდა. იქ ჩხუბის შედეგად დაიღუპა 70 -ზე მეტი ადამიანი და ასობით დაიჭრა.