თურქმენეთმა ირანს გაზის მიწოდება ორჯერ შეუმცირა.ირანული სააგენტოების ინფორმაციით, თურქმენეთიდან დღე-ღამეში გაზის მიწოდება 20-იდან 10 მლნ. კუბ/მ-დე შემცირდა.
Bloomberg-ი National Iranian Gas Co-ის ხელმძღვანელ ჯავადა ოჯიზე დაყრდნობით იუწყება, რომ გაზის მიწოდება 6 მლნ. კუბ/მ-მდეა დაყვანილი, რაც საკონტრაქტო პირობებით საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გაზის მიწოდება ტექნიკური შეფერხების გამო განახევრდა. ოჯიმ დასძინა ისიც, რომ მომხდარის მიუხედავად, ირანი თურქეთს გაზის ჩვეული მოცულობით, დღე-ღამეში 30 მლნ. კუბ/მ-ს აწოდებს.