ამერიკის შეერთებულ შტატებში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, მამაკაცმა თავი აიფეთქა. ინციდენტის შედეგად ბოროტმოქმედი და მისი ორი შვილი დაიღუპნენ. აფეთქებისას სახლში ოჯახის სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ.
როგორც ადგილობრივი მედიასაშუალებები იუწყებიან, სახლში აფეთქების ხმა ღამით გაისმა, მანამდე კი საცხოვრებელი ბინიდან ბუნებრივმა აირმა გაჟონა.
სამართალდამცავები აცხადებენ, რომ ოჯახის უფროსმა, ჯო პაულიმ, აფეთქებამდე შვილები სახლში ჩაკეტა და გარეთ აღარ უშვებდა. რამდენიმე წუთით ადრე კი ადვოკატს ელექტრონული წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა "ბოდიში, მშვიდობით". მეზობლები აცხადებენ, რომ ჯო პაულის ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.