რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ იგი ყოფილ ფინანსთა მინისტრ ალექსეი კუდრინს ოპოზიციონერად არ მიიჩნევს.
თავის მომხრეთა წინაშე გამოსვლის დროს მედვედევმა აღნიშნა, რომ კუდრინი არის "ადამიანი, რომელიც გარკვეულ მომენტში გამოაძევეს მთავრობიდან სრულიად გასაგები ვითარების გამო".
"ყოფილი ფინანსთა მინისტრი მთავრობის სხვა წევრებტან ერთად ატარებს პასუხისმგებლობას იმისათვის რაც ქვეყანაში ხდება", - განაცხადა მედვედევმა.