აშშ საავიაციო დამრტყმელმა ჯგუფმა, ატომურ ავიამზიდთან "ენტერპრაიზ"-თან ერთად ფლორიდის შტატის აღმოსავლეთ სანაპიროსთან მანევრები დაიწყო, რომელთა მსვლელობის დროსაც ირანთან შესაძლო კონფლიქის სცენარი მუშავდება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ამერიკულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სწავლებისას იყენებენ აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროს რუკას, რომელზეც ამერიკის შტატების ნაცვლად დატანილია გამოგონილი სახელმწიფოების კონტურები. სანაპიროდან 320 კილომეტრის დაშირებით, რიკაზე დატანილია სრუტე, რომლის სიფართე 54 კილომეტრია, ზუსტად ისეთი როგორიც ორმუზის სრუტეა, რომელიც სპარსეთის ყურეს არავიის ზღვასთან აერთებს.
სწავლების სცენარის მიხედვით, საავიაციო ჯგუფის მთავარი მიზანი ორი სახელმწიფოა "გარნეტი" და "ჩრდილოეთის გარნეტი" ისინი ძალიან ჰგვანან ირანს.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ს სამხედრო საჰარეო ძალიები ამტკიცებენ, რომ ეს სამხედრო სწავლება ირანის ირგვლივ სიტუაციის განვითარებასთან დაკავშირებული არ არის.