რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი, რომელიც კენჭს იყრის უმაღლესი სახელმწიფო პოსტის დასაკავებლად თავის სტატიაში "დემოკრატია და სახელწიფოს ხარისხი", რომელიც გაზეთმა "კომერსანტმა" გამოქვეყნა, თავისი თავდაჯერებულობა გამოამჟღავნა. "ჩვენ დავამარცხეთ ოლიგარქია" " დავამარცხებთ კორუფციასაც", - წერს პუტინი.
"კორუფციასთან ბრძოლა ნამდვილად საერთოეროვნული საქმე უნდა გახდეს, და არა პოლიტიკური სპეკულაციების საგანი, პოპულიზმის, პოლიტიკური ექსპლუატაციის ან კომპანიური და პრიმიტიული გადაწყვეტილებების გამოტანის არენად გადაიქცს - მაგალითად რეპრესიასადმი მასობრივ მოწოდებად. ისინი ვინც ყველაზე თამამად აცხადებენ კორუფციის შესახებ და რეპრესიებს ითხოვენ, იმას ვერ ხვდებიან: კორუფციის პირობებში რეპრესიებიც შესაძლოა კორუფციის საგნად იქცეს" , - წერს რუსეთის პრემიერი.
რუსეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ჩინოვნიკების ამორჩევის სისტემაში ახალი პრინციპების დანერგვა, მათი როტაციები და წახალისება.
ამასთან ერთად ვლადიმერ პუტინი აღნიშნავს, რომ "სახლმწიფო და მუნიცაპალურ ორგანოებში არიან პროფესიონალები, რომლებიც მთელი ცხოვრება მხოლოდ ხელფასზე ცხოვრობენ" და მოუწოდებს საზოგადოებას და მედიას "აღსდგეს სამართლიანობა პატიოსანი სახელმწიფო მუშაკების მიმართ. საზოგადოების ყურადღება კონცენტრაცია უნდა მოხდეს ი დადასტურებულ კორუფციულ ბრალდებებზე.
"ჩვენ ეტაპობრივად ვიმოქმედებთ, აზრიანად და თავდაჯერებით. კორუფციის ფუნდამნტალური მიზეზების აღმოფრქვით და კონკრეტულ კორუმპირებულებს დასჯით. ამით ჩვენ შევქმნით მოტივაციას იმათთვის ვინც მზადაა ემსახუროს რუსეთს რწმენით და სიმართლით. ტრადიციულად ჩვენს ქვეყანაში უამრავია ასეთი ადამიანი. ისინი მოთხოვნებადნი გახდებიან",- აღნიშნავს სტატიაში პუტინი.