ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი რუსეთის პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტობის კანდიდატს ვლადიმერ პუტინს წერს, რომ "არაბული გაზაფხული" უკვე რუსეთს მიუახლოვდა და მის მეზობლადაა.
"ძვირფასო ვლად! "არაბული გაზაფხული" უკვე შენს მეზობლადაა", _ წერს მაკკეინი ტვიტერში განთავსებულ თავის ბლოგში.
აღსანიშმავია, რომ ამერილეკის სენატორის მიერ ვლადიმერ პუტინისადმი გაკეთებული მსგავსი შინაარსის განცხადება პირველი როდია. მაკკეინი ბოლო დროს თითქმის გამუდმებით წერს ვლადიმერ პუტინს, რომ მას "არაბული გაზაფხული" უახლოვდება.
ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის სიკვდილის შემდეგ ჯონ მაკკეინმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ რევოლუციების ტალღა, რომელმაც არაბული სახელმწიფოები მოიცვა რუსეთს უახლოვდება.
"სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს, ვადიმერ პუტინს და ზოგ ჩინელს შესაძლოა ამ ღამით ცუდად ეძინათ", _ წერდა მაშინ მაკკეინი მუამარ კადაფის სიკვდილის კომენტირებისას.
თავად რუსეთის პრემიერმა ამერიკელი სენატორის მიერ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას განაცხადა, რომ "ჯონ მაკკეინის სიტყვებში აზრი სულ უფრო და უფრო მცირდება".
"როგორც ცნობილია ბატონი მაკკეინი ვიეტნამში იბრძოდა. მე ვფიქრობ, რომ მას ხელები საკმარის რაოდების უდანაშაულო ადამიანები სისხლში აქვს გასვრილი. მას ძალიან მოსწონს და ალბათ უკვე ვეღარც ცოცხლობს ამ ამაზრზენი სცენების გარეშე, რომლებიც კადაფის გარდაცვალებას ასახავს, როდესაც მთელი მსოფლიოს ეკრანებზე აჩვენებდნენ თუ როგორ კლავენ კადაფს, მთლინად სისხლიანს. ეს არის დემოკრატია?", _ აცხადებდა პუტინი მაკკეინის პასუხად.
ვლადიმერ პუტინი ასევე აღნიშნავდა, რომ "ვიეტნამის ომის დროს მაკკეინი ტყვედ ჩავარდა და იგი ხაროში ცასვეს. ასე ვინც გნებავთ ის შეირყევა".