რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის შესახებ, რომ რუსეთის მიერ დაბლოკილი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია სირიასთან დაკავშირებით კენჭისყრაზე ნაადევად იქნა წარდგენილი.
მისი განცხადებით, სამწუხაროა ის ფაქტი,რომ ავტორებმა წარადგინეს რეზოლუცია კენჭისყრაზე და არ დაელოდნენ ლავროვის და რუსეთის დაზვევრვის შეფის მიხილ ფრადკოვის მისიის დასრულებას დამასკოში. ვიზიტი 7 თებერვალს არის დაგეგმილი.
ამასთან ერთად, ლავროვმა არ დააკონკრეტა თუ რა მიზანს ემსახურება მისი და სადაზვერვი სამსახურის უფროსის ვიზიტი დამასკოში და აღნიშნა, რომ ის ვიზიტის მიზნის შესახებ მხოლოდ სირიის პრეზიდენტ ასადს ეტყვის.
ფაქტს, რომელიც ეხება რუსთის და ჩინეთის მიერ გაეროს უშიშროების საბჭო რეზოლუციაზე დადებული ვეტოს შეფასებას, ლავროვმა მიუღებელი უწოდა..
"ზოგიერთი გამოთქმა დასავლეთში, რომელიც ეხება კენჭისყრის შედეგების შეფასებას, ვიტყოდი რომ ჟღერს უხერხულად, სადღაც ისტერიის დონეზე", - განაცხადა ლავროვმა.