პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცესკო-ს წევრობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე 41 კანდიდატი დარეგისტრირდა
"საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 31 დეკემბრის №975 განკარგულებით, ცესკო-ს წევრობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად 2009 წლის 31 დეკემბრიდან გამოცხადდა ღია კონკურსი. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 2009 წლის 31 დეკემბრიდან 2010 წლის 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შემოვიდა და, შესაბამისად, დარეგისტრირდა 41 განაცხადი.
კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადი წარადგინეს ოთარ ბუნტურმა; კონსტანტინე კირვალიძემ; დიმიტრი ჯავახაძემ; მანანა ღამბაშიძემ; გენადი მამაგულაშვილმა; ვარლამ ქომეთიანმა; გიზო მჭედლიძემ; მევლუდ კუხიანიძემ; ნუგზარ გვალიამ; ნინო ჩქარეულმა; სიმონ ელოშვილმა; დავით ჯაგაშვილმა;
ოთარი კვენეტაძემ; მალხაზ ახალაიამ; ქეთევან ქარაზანიშვილმა; მარინე ქვარაიამ; გელა ხიზანიშვილმა; დავით მელქაძემ; ზაალ ზაალიშვილმა;
მამუკა ტუსკაძემ; ელგუჯა უნდილაშვილმა; თამაზ შარმანაშვილმა; მარინე ტაბატაძემ; მადონა რამიშვილმა; ამირან მაზანაშვილმა; ზაალ ქუთათელაძემ; მაია ახალკაცმა; ლია შუბითიძემ; ხათუნა სვანიძემ; მაია ჭოლოკავამ; ეკატერინე ენდელაძემ; ემზარ ქოჩლაძემ; ნინო ბაკურაძემ; თინათინ ფხოველიშვილმა; ელგუჯა ძაძამიამ; ნინო ხომასურიძემ; თამაზ კრავეიშვილმა; თამარ ნაჭყებიამ; ვერიკო ბეგიაშვილმა; ზურაბი ლომსაძემ და გივი ფეიქრიშვილმა.