თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტურიზმის ცენტრი ამუშავდა. ცენტრის ხელმძღვანელის, თამარ მიქელაძის განცხადებით, ტურიზმის ცენტრი თელავის უნივერსიტეტის გარდა საქართველოს სხვა არც ერთ უმაღლეს სასწავლებელში არ ფუნქციონირებს.
"ტურიზმის ცენტრის მიზანია, მოვიზიდოთ რაც შეიძლება ბევრი ტურისტი და დავაინტერესოთ ჩვენი კუთხით. უახლოეს მომავალში დაგეგმილი გვაქვს კონფერენციის ჩატარება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, მეწარმეები და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები. ტურისტული საგენტოებიდან დაკვეთები უკვე გვაქვს და ვფიქრობთ, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ამასთან, სხვა უნივერსიტეტებთან ერთად, ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას ვგეგმავთ~, - განაცხადა მიქელაძემ.