დღეს, 10 იანვარს, ცნობილი ქართველი პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, არჩილ ჯორჯაძის დაბადებიდან 138 წელი სრულდება. არჩილ ჯორჯაძე დაიბადა 1872 წელს. სწავლობდა ქუთაისის, შემდეგ თბილისის გიმნაზიებში, პეტერბურგის უნივერსიტეტში, შემდეგ ვარშავაში.
1901 პირევლი წლიდან გაზეთ "ცნობის ფურცლის" თანამშრომელი და რედკოლეგიის წევრი იყო.
არჩილ ჯორჯაძე იყო საქართველოს სოციალ-ფედერალისტური პარტიის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ლიდერი. აირჩიეს ამ პარტიის ბეჭდვითიDორგანოს წევრად.
არჩილ ჯორჯაძე ისმენდა ლექციების კურსს პარიზის, ლონდონის, შვეიცარიის უნივერსიტეტებში. შწავლობდა სოციოლოგიას. Pარიზში მისი რედაქტორობით გამოდიოდა გაზეთი "საქართველო".
არჩილ ჯორჯაძე იყო ჟენევის კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და მომხსენებელი. მოითხოვდა საქართველოს ავტონომიის შექნას.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ მოღვაწეობდა გაზეთებში: "ისარი", "ამირანი".
არჩილ ჯორჯაძის თხზულებებია "სამშობლი და მამულიშვილობა", "მასალები ქართველი ინტელიგენციის ისტორიისათვის" და სხვა.
ჯორჯაძე აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიასა და სხვებს საქართველოს ისტორიისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულების გამო. იგი მე-19 საუკუნის აჯანყებებს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობად მიიჩნევდა.
არჩილ ჯორჯაძე გარდაიცვალა 1913 წელს ბათუმში. დაკრძალულია თბილისში, დიდუბეში, ქართველ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.