დღეს, 10 იანვარს, თბილისში ესპანეთის კონგრესის წევრების ვიზიტი იწყება. ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატმა მიაწოდა.
ვიზიტის ფარგლებში იგეგმება შეხვედრები საქართველოს პარლამენტის ხელმძვანელობასთან და ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველ პირებთან.
გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრა ბიზნესწრეების წარმომადგენლებთანაც.
ესპანელი კონგრესმენები საქართველოში სამი დღით დარჩებიან.