ახლო აღმოსავლეთში ვითარება იძაბება. ისრაელმა ღიად განაცხადა, რომ ირანს უკვე აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ოთხი ატომური ბომბი დაამზადოს. ანალიტიკოსები მიიჩვენენ, რომ ეს განცხადება, ერთგვარი სიგნალია ირანის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზებისათვის . ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ თელ-ავივის განცხადება შემდგომი სამხედრო ესკალაციისთვის მთავარი ფაქტოორი გახდეს.
ისრაელის სამხედრო დაზვერვის უფროსმა გენერალ -მაიორმა ავივ კოჰავიმ განაცხადა, რომ ისრაელზე 200 000 რაკეტა და რეაქტიული ჭურვია დამიზნებული. ეს განცხადება ნამ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ ებრაული მედია ავრცელებს. მისივე თქმით, მტერი ყოველთვის ცვლის რაკეტების დისლოკაციას იმისათვის რათა ცაჰალის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების მუშაობა შეაფერხოს და ისრაელის ავიაციის დარტყმის სიმძლავრე შეასუსტოს.
ამას გარდა, დღესვე ისრაელის დაზვერვის შეფმა ოფიციალურად პირველად განაცხადა, რომ ირანს ოთხი ატომური ბომბის დასამზადებლად საკმარისი გამდიდრებული ურანი აქვს.
დღესვე ირანული მედიით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-მ ყატარში მდებარე თავის სამხედრო ბაზაზე "ალ უბეიტზე" სტრატეგიული ბომბდამშენები განათავსა.
მცირე ხნის წინ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (მაგატე) გააკეთა განცხადება, რომელშიც სააგენტოს ხელმძღვანელი იუკია ამანო აცხადებდა, რომ მისი ვალია მსოფლიო ირანის საეჭვო აქტიურობის შესახებ გააფრთხილოს და ატომური ბომბის შექმნის გეგმებზე მიუთითა.
"ის რაც ჩვენ ამჟამად ვიცით - ატომური იარაღის შექმნას ნიშნავს", _ აცხადებს იგი.
მისივე თქმით, "ირანმა ამ დრომდე ვერ მოახერხა გონივრული ახსნა-განმარტების გაკეთება თავიანთი ბირთვული პროგრამის ირგვლივ. ჩვენ ყველა ობიექტის შემოწმება გვინდა, რომელსაც სამხედრო ხასიათი აქვს. მე არ მაქვს არავითარი საფუძველი შევარბილო ჩემი ანგარიში. ეს ჩემი ვალდებულებაა მსოფლიო გავაფრთხილო, ამიტომაც შემქნილი მდგომარეობის საერთო სურათი მაჩვენებს, რომ განგაშის სიგნალი უნდა მივცე. რაც უფრო მეტია ინფორმაცია, მით უფრო ნათელია სურათი", _ აცხადებს ამანო.
ამასთან ერთად, უკვე ცნობილია, რომ ირანმა ფორდოუში მდებარე მიწისქვეშა ლაბპრატორიაში ურანის გამდიდრება განაახლა. ინფორმაცია ამის შესახებ თავად ისლამური რესპუბლიკის ტელევიზიამ გაავრცელა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში ირანის წარმომადგენელმა ალი ასგარ სოლტანემ განაცხადა, რომ ყველა სამუშაო ამ ქარხანაში და ნათანზში მდებარე დაწესებულებაში სააგენტოს დამკვირვებლების მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს.
დასავლეთის ქვეყნები მიიჩნევენ, რომ ირანი ატომური ენერგეტიკის განვითარების პროგრამის საფარქვეშ ბირთვულ იარაღს ქმნის.