ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია განიხილავს ხელისუფლებასთან კომპრომისზე წასვლის შესაძლებლობას და ასეთად არჩევნების მეორე ტურის დანიშვნას მიიჩნევს. ასეთი განცხადება ხიდაშელმა რიყეზე გაერთიანებული ოპოზიციის მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას
"ბრძოლისათვის მზად ვართ და უკან არ დავიხევთ. ჩვენი სიმართლე დოკუმენტებითაა გამყარებული და საქართველოს მოსახლეობის გამარჯვების დათმობას არავისთვის არ ვაპირებთ. მიხეილ სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის, თუ როგორ ვიბრძვი მე სასამართლოში. სწორედ ამგვარი სამარლებრივი ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებთ", _ განაცხადა ხიდაშელმა და დასძინა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია დიდ მადლობას უცხადებს საარჩევნო უბნებზე მყოფ კომისიის წევრებს გამოჩენილი გამძლეობისთვის.
შეგახსენებთ, რომ რიყეზე გაერთიანებული ოპოზიციის მიტინგი 14:00 სათთზე დაიწყო და ამ წუთებშიც გრძელდება. რიყეზე გამართულ მიტინგს ქართული და უცხოური მედიის წარმომადგენლები აშუქებენ.