წინასწარი შეფასებით 2011 წლის დეკემბერში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ წინა წლის დეკემბერთან შედარებით 8,7 პროცენტი შეადგინა. ხოლო, 2011 წლის IV კვარტალის მშპ-ს რეალური ზრდის წინასწარი შეფასების მაჩვენებელმა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.1 პროცენტი. შესაბამისად, 2011 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის მაჩვენებელმა წინა წლის მიმართ 6.8 პროცენტი შეადგინა.
ყოველკვარტალური სტატისტიკური გამოკვლევებით დაზუსტებული მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის მე-4 კვარტლის და შესაბამისად, 2011 წლის რეალური ზრდის მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 20 მარტს.
2012 წლიდან საქსტატმა დაიწყო ეკონომიკის ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასებების წარმოება, რომელიც იანგარიშება დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, დეფლატორის, ფისკალური და მონეტალური მონაცემების საფუძველზე.