ფრანგული „ტოტალი" ვისოლთან თანამშრომლობას ეფექტურად მიიჩნევს და საქართველოში ბიზნესს აფართოებს. ვისოლის შვილობილი კომპანია „ვისოლ ავტო ექსპრესი", რომელიც ექსკლუზიურად სთავაზობს მომხმარებელს „ტოტალის" საავტომობილო ზეთებსა და საპოხ მასალებს, ასევე ექსკლუზიურად იწყებს „ტოტალის" შვილობილი ბრენდის „ფინას" საავტომობილო ზეთების რეალიზაციას ექსკლუიურ ფასად. მომხმარებელს „ფინას" მაღალი ხარისხის საავტომობილო ზეთების შეძენა შეეძლება 6.50 ლარიდან.
„„ტოტალის" საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარების გზაზე. მოხარული ვართ, რომ ფრანგული ნავთობგიგანტისთვის საქართველოში ბიზნესის წარმოება მიმზიდველია. „ვისოლ ავტოექსპრესი" მომხმარებელს ექსკლუზიურად „ტოტალის" კიდევ ერთ მაღალი ხარისხის პროდუქტს სთავაზობს და ის რომ ფრანგ პარტნიორებს სტიმული აქვთ უფრო მეტი ინვესტიცია განახორციელონ საქართველოში, ეს არა მხოლოდ ვისოლის მიღწევაა, არამედ იმ ეკონომიკური კურსის შედეგია, რა მიმართულებითან ჩვენი ქვეყანა ვითარდება", აცხადებს ვისოლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სოსო ფხაკაძე.
„ვისოლ ავტო ექსპრესის" სერვის ცენტრებში მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს საშუალება აქვს შეიძინოს „ფინას" ნახევრადსინთეტიკური ტიპის ძრავის ზეთები და მინერალის ტიპის ძრავის ზეთები, რომელთა ხარისხობრივი მაჩვენებლები შეესაბამება API-ს ამერიკური ხარისხის სტანდარტისა და ECEA-ს ევროპული ხარისხის სტანდარტის მაჩვენებლებს. ნახევრადსინთეტიკური ტიპის ძრავის ზეთები იყიდება როგორც ერთი, ისე ხუთ ლიტრიან ქილებში. მისი შეძენა ასევე შესაძლებელია ლიტრობით. „ფინას" საავტომობილო ზეთების ფასი იწყება 6.50 ლარიდან.
„ვისოლ ავტო ექსპრესი" 2011 წლიდან დამკვიდრდა საქართველოს ბაზარზე. კომპანიის ავტომომსახურების ცენტრები უმაღლესი ხარისხის „ტოტალის" ფრანგული საავტომობილო ზეთების და სხვა საპოხი მასალების გარდა მომხმარებელს საბურავებს და ვულკანიზაციისა და ბალანსირების სრულ მომსახურებისაც სთავაზობს.