ბრიტანეთის სპეცსამსახურებს "MI-5" და "MI-6" უბრძანეს გახსნან საიდუმლო მასალები, რომლებიც ამა თუ იმ კუთხით უკავშირდება რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ექს-ოფიცრის ალექსანდრე ლიტვინენკოს საქმეს, რომელიც 2006 წელს რადიოაქტიური პოლონიუმით მოწამლეს. ეს დოკუმენტები ნაწლობრივ დააადასტურებენ, რომ ეს მკვლელობა რუსეის სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული. ინფორმაციას ამის შესახებ "The Daily Mail"-ი ავრცელებს.
ამ მასალების გახსნის თხოვნით "MI-5" და "MI-6" -სს ლონდონის კორონენსკის სასამართლოს მოსამართლემ ენდრიუ რიდმა მიმართა, რომელიც ლიტვინენკოს მკვლელობის გარემოებების გამოძიების საქმეს ხელმძღვანელობს. "მან თანხმებობა განაცხადა იმაზე, რომ განიხილოს არსებულოი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ლიტვინენკო ვლადიმერ პუტინის ღია კრიტიკის გამო მოკლეს", _ წერს გაზეთი.
"საზოგაოდებრივი ინტერესი მოითხოვს გამოძიებული იქნეს რუსეთის სახელმწიფოს სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედება ამ საქმესთან დაკავშირებით", _ ნათქვამია რიდის განცხადებაში. "ნებისმიერი გამოძიება, კი რომელიც უკფრო დაბალ დონეზე ჩატარდება საზოგადოების ნდობას ვერ დაიმსახურებს ვერც ნაციონალურ და ვერც საერთაშორისო დონეზე".
შეგახსნებთ, რომ რუსეთის ფედერალური სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ალექსანდრე ლიტვინენკო ლონდონის საავადმყოფოში 2006 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა. იგი რადიოაქტიური პოლონიუმ - 210 ით მოწამლეს. დიდი ბრიტანეთის პროკურატურამ ლიტვინენკოს მკვლელობაში რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომელი ამჟამად კი რუსეთის დუმის დეპუტატი ლიბერალ დემოკრატიული პარტიიდან ანდრეი ლუგოვოი დაადანაშაულა.
ლუგოვოი, ასევე ბიზნესმენებიდიმიტრი კოვტუნი და ვიაჩესლავ სოკოლენკო, რომლებოიც ლონდონში 2006 წლის ოქტომბერ-ნოემბერში იმყოფებოდნენ, ლიტვინენკოს მის გარდაცვალებამდე სამი კვირით ადრე შეხვდნენ. ბრიტანეთის ხელისუფლებამ რუსეთისაგან ლუგოვოის ექსტრადაცია მოითხოვა. მათ უარი უთხრეს და განუცხადეს, რომ რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის მიხედვით რუსეთის მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა შეუძლებელია. თავად ლუგოვოი თავის უდანაშაულობას ამტკიცებს.
აღსანიშნავია, რომ 2006 წლის დეკემბერში რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ალექსანდრე ლიტვინენკოს გარდაცვალების ფაქტის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მას ასევე აღძრა საქმე დიმიტრი კოვტუნზე თავდასხმასთან დაკავშირებით. თავის დროზე კოვტუნმა მოსკოვში სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა, ვინაიდან მას რადიოაქტიური დასხივება აღენიშნებოდა. კოვტუნი ვარაუდობდა, რომ "პოლონიუმ-210 ის კვალი მან ჰამბურგიდან ლონდონში ჩაიტანა სადაც ალექსანდრე ლიტვინენკოს შეხვდა 16,17 და 18 ოქტომბერს".
კერძოდ, ჰამბურგში პოლიციამ პოლონიუმის კვალი აღმოაჩინა ბინებში სადან 2006 წლის 28 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე კოვტუნი იმყოფებოდა. პოლონიუმის კვალი ასევე აღმოჩნდა მანქანაში, რომლითაც კოვტუნი აეროპორტიდან წამოვიდა.
კოვტუნმა გერმანიაში ცხოვრების უფლება ამ ქვეყნის მოქალაქეზე დაქორწინებით 1990-იანი წლების დასაწყისში მიიღო. ამ ქვეყანაში იგი ეჭვმიტანილია რადიოაქტიური ნივთიერებებით უკანონო ბრუნვაში, რომლებიც სავარაუდოდ, ლიტვინენკოს მოწამვლასთანაა კავშირში.
გასული წლის ოქტომბერში ლიტვინენკოს ქვრივმა აღიარა, რომ მისი მეუღლე ბრიტანეთის სპეცსამსახურებზე მუშაობდა. მიიჩნევა, რომ იგი დამხმარე იყო ევროპაში მოქმედ რუსულ დანაშაულებივ დაჯგუფებებთან ბრძოლაში.
გასული წლის ოქტომბერში ლიტვინენკოს მკვლელობის გამოძიების მთავარმა პროკურორმა ლორდ კენ მაკდონალდსი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ღიად განაცხადა ამ საქმეში რუსეთის მთავრობის მონაწილეობის შესახებ. მან გაზეთ "The Sunday Times"-ში გამოაქვეყნა სტატია სათაურით "რუსეთმა ლიტვინენკო მოკლა".