თბილისში, დიდ დიღომში სამშენებლო ობიექტზე 33 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. კობა გოგრიჭიანის გარდაცვალების მიზეზს გამოძიება სწავლობს.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ გოგრიჭიანი ერთ-ერთ თხრილში იყო შესული, სადაც მიწის საკმაოდ დიდი მასა ჩამოიშალა და მიწის ქვეშ მოყვა მამაკაცი, რამაც მისი გრადაცვალება გამოიწვია. კობა გოგრიჭიანის ცხედარი პროზექტურაში უკვე გადაასვენეს.
კობა გოგრიჭიანი წარმოშობით ადიგენიდან იყო. თბილისში სამი თვის წინ ჩამოვიდა და მუშაობდა დიდ დიღომში, სადაც მიმდინარეობს რაგბის ახალი სპორტული კომპლექსის და სტადიონის მშენებლობა, რომელიც 186-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზეა.
სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს კომპანია "ატუ". ამ ფაქტთან დაკავშირბეით კომპანიის ხელმძღვანელობა კომენტარს არ აკეთებს.
მომხდართან დაკავშირებით სისიხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია და მიმდიანრეობს გამოძიება.