2011 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 52.77 %-ით მეტ მგზავრს მოემსახურა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2011 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 126 ათას 783 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით 52.77 %-ითაა გაზრდილი, რადგანაც 2010 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 82 ათას 992 მგზავრი გაატარა.
შეგახსენებთ, რომ 2011 წელს საქართველოს აეროპორტები 1 მლნ. 112 ათას 539 მგზავრს მოემსახურა, რაც 2010 წლის მონაცემებთან შედარებით 31.30 %-ითაა გაზრდილი. 2011 წელს ქვეყნის ოთხივე აეროპორტიდან 7989 რეგულარული, ხოლო 2430 ჩარტერული ავიარეისი შესრულდა. 2011 წელს მთლიანობაში 10 ათას 328 ავიარეისია შესრულებული, რაც 2010 წლის მონაცემებთან შედარებით 25.08 %-ით მეტია.