ფინეთში, ფინეთის ყურის სანაპიროზე, ქალაქ პორვოს მახლობლად დრონი იპოვეს. ფაქტზე გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ ფინეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
დრონი სამშაბათს, 1 სექტემბერს, სანაპიროზე ადგილობრივმა მცხოვრებმა აღმოაჩინა.
წინასწარი ინფორმაციით, ეს იყო გადაღებისა და კარტოგრაფირებისთვის განკუთვნილი დრონი, რომელიც სხვა ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
ამასთან, ფინეთის თავდაცვის სამინისტრო ინციდენტს ქვეყნის საჰაერო სივრცის შესაძლო დარღვევად განიხილავს.
„სასაზღვრო სამსახურმა და პოლიციამ ამ ფაქტზე გამოძიება დაიწყეს“, – განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა.
უწყების ინფორმაციით, სასაზღვრო სამსახური გამოძიების მიმდინარეობის შესაბამისად დამატებით ინფორმაციას გაავრცელებს.