ჰაკერთა დაჯგუფება Anonymous-ი facebook-ზე კიბერ შეტევის განხორციელებას აპირებს.
"თუ facebook-ს მართლაც აქვს 60 000 სერვერი, მაშინ შესაძლებელია ჩვენ მას დავარტყათ", - აღნიშნულია Anonymous -ის მიერ გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში. ვიდეო მიმართვა youtube-ზე გამოქვეყნდა.
"ონლაინ ომი დაიწყება Anonymous-ის, ხალხსა და ამერიკის მთავრობას შორის", - ასეთ პროგნოზს აკეთებს ჰაკერთა დაჯგუფება.
ისინი მიზეზად ასახელებენ იმ მექანიზმების ამუშავებას, რომელიც ინტერნეტ-უფლებებს ზღუდავს.