ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა აცხადებს, რომ შესაძლოა 23 იანვრის შემდეგ, როდესაც მის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისათვის, ვადიმ ბროვცევისათვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა იწურება თავისი ინაუგურაცია ჩაატაროს. ალა ჯიოევა დღეს ცხინვალის ცენტრში თავისი მომხრეების მიტინგს ატარებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"თუ 23 იანვრამდე ჩვენ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის მოვალოების შესრულებლისაგან პასუხს ვერ მივიღებთ, მე თქვენ კიდევ ერთხელ შეგკრიბავთ და ჩემი ინაუგურაციის ოფიციალურ დღეს გამოვაცხადებ", _ განაცხადა ჯიოევამ ცხინვალში მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას.
რუსული მედიის ინფორმაციით, ცხინვალის ცენტრში გამართულ მიტინგზე, რომელიც არასანქცირებული იყო დაახლოებით 200 ადამიანამდე შეიკრიბა. აქციაზე ისმის მოწოდებები ე.წ. სამხრეთ ოსეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და ე.წ. გენერალურმა პროკურორის გადაყენების შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები