ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა აცხადებს, რომ 25 მარტს დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"მე არ ვაღიარებ 2012 წლის 25 მარტის არჩევნებს და არ ვაპირებ მათში მონაწილეობის მიღებას", _ აცხადებს ჯიოევა და აღნიშნავს, რომ იგი ამჟამად ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისგან ვადიმ ბროვცევისგან პასუხს ელის.
"ჩემს მიმართვაზე ბროვცევისგან პასუხს ველოდები, რომელშიც მე განვაცხადე, რომ ედუარდ კოკითთან ხელმოწერილი შეთნხმებიდან ჩემს ხელმოწერას უკან ვიწვევ. პასუხს 23 იანვრამდე ველოდები", _ აცხადებს ალა ჯიოევა.