ქართულ მხარეს ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ქართული ძეგლების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. როგორც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უძრავ ძეგლთა ატრიბუციისა და მონიტორინგის სამართველოს უფროსმა გიორგი გაგოშიძემ განაცხადა, ცხინვალის რეგიონში არსებულ ძეგლების შესახებ ძალიან მწირი ინფომაცია აქვთ.
"ცხინვალის რეგიონზე ძალიან ცოტა რამ ვიცით - მხოლოდ ის, რაც ომის დროს მოხდა. ვიცით, რომ 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს, აჩაბეთში მაჩაბლების სახლ-მუზეუმი დაიწვა და სვერში XVII-XVIII საუკუნის ხის ეკლესია განადგურდა", - აღნიშნა გაგოშიძემ.
მისი თქმით, ასევე საუბარია, რომ XIII საუკუნის თიღვის მონასტერის რესტავრაციის დაწყება მოხდეს, რომელსაც ოსი სეპარატისტები ბიზანტიურ ტაძრად აცხადებენ.
"როგორც ჩან ამ დრომდე ცხინვალის რეგიონში ქართული კულტურის ძეგლების გასანადგურებლად ჯერ ვერ მოიცალეს, რასაც აფხაზეთში უკვე აქტიურად აკეთებენ", - განაცხადა გაგოშიძემ.